ევაკუატორი გამოძახებით
როდესაც საქმე ავტომობილს ეხება, შესაძლოა ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას გვიმტყუნოს. სწორედ ასეთ შემთხვევებში გვჭირდება ევაკუატორი გამოძახებით, იმისათვის რომ მანქანა გადავიყვანოთ სადგომ ადგილამდე ან სახელოსნომდე. ჩვენი პროფესიონალი გუნდი გთავაზობთ ევაკუატორით მომსახურების სერვისს, რა თქმა უნდა შეღავათიან ფასად. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ იმაზე, რომ ჩვენს მომხმარებლებს მაქსიმალურად კომფორტული მომსახურება შევთავაზოთ. ამის საშუალებას კი ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება გვაძლევს. ჩვენი ევაკუატორის გამოძახების შემდეგ, ჩვენ ვდილობთ მაქსიმალურად მოკლე დროში მოვიდეთ დანიშნულების ადგილზე და რაც შეიძლება სწრაფად შევასრულოთ ჩვენი მოვალეობა. მას შემდეგ რაც მაქსიმალური სიფრთხილის დაცვით თქვენი ავტომობილი მოთავსდება ევაკუატორზე, ჩვენი მძღოლი გადაიყვანს მას დანიშნულების ადგილზე, ხოლო ადგილზე მისვლის შემდგომ ასევე ყველა წესის დაცვით მოხდება ავტომობილის ჩამოღება. ჩვენი პრიორიტეტი სწორედ უსაფრთხოებაა. რა შემთხვევაში გჭირდებათ ევაკუატორის გამოძახება : 1) როდესაც ავტომობილი გაფუჭდა და ვერ ახერხებთ დანიშნულების ადგილამდე გადაყვანას. 2) ავტოსაგზაო შემთხვევის დროს , როდესაც დაზიანება დიდია და ავტომობილს არ შეუძლია გადაადგილება. რა ღირს ევაკუატორით მომსახურება ? ჩვენი სერვისის ღირებულება ძირითადად დამოკიდებულია გადასაყვანი მანძილზე და მისი განსაზღვრა ხდება წინასწარ მომხმარებელთან სატელეფონო კომუნიკაციის შემდეგ. სად შეიძლება გამოვიძახო ევაკუატორი ? ჩვენი სერვისის დაფარვის არეალი არის თბილისი და შემოგარენი.