ევაკუატორის ტიპები

ევაკუატორის ტიპები

ევაკუატორის ტიპები

ევაკუატორი წარმოადგენს სპეციალურ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც განკუთვნილია სხვა მანქანების გადასაყვანად. ეს შეიძლება იყოს არასწორად დაპარკინგებული, ავარიის შედეგად დაზიანებული, უამინდობის გამო გაჭედილი ან უბრალოდ გაფუჭებული ავტომობილი, რომელსაც ჭირდება სადგომ ან სარემონტო ადგილამდე გადაყვანა. ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ საავარიო ევაკუატორი და მანქანების გადამყვანი ტრაილერი, რომელიც გამოიყენება რამოდენიმე მანქანის ერთდროულად გადასაყვანად. გამოარჩევენ ევაკუატორების რამოდენიმე ტიპს.

ჰიდრავლიკურ მკლავიანი ევაკუატორი

ასეთი ტიპის მანქანებს ძარაზე აქვთ დამაგრებული ჰიდრავლიკური მკლავი, რომელიც გამოიყენება თხრილში ან მიუდგომელ ადგილას ჩავარდნილი ავტომობილების ამოსაყვანად. ასევე ამ ტიპის ევაკუატორებს შეუძლია სტანდარტული ბუქსირებაც, მაგრამ ძირითადად გამოიყენება ყველგანმავლებისთვის.

ბრტყელ ძარიანი

ბრტყელ ძარიანი ევაკუატორები ძირითადი უმრავლესობას წარმოადგენენ საქართველოში. ისინი განკუთვნილია მანქანის სრულად დასატვირთად და შემდგომში უსაბრთხოდ გადასაყვანად. ასეთი ტიპის მანქანებს აქვთ დახრილი ბოლო, რათა მარტივად მოხდეს მასზე ავტომობილის განთავსება და შემდგომ ჩამოტვირთვა. ასევე იყენებენ ჯალამბარებს ისეთი მანქანების ბუქსირებისას, რომლებსაც არ შეუძლიათ საკუთარი ძალებით გადაადგილება. ასეთი ტიპის ევაკუატორების უპირატესობა ის არის , რომ შეუძლიათ უსაფრთხოდ დაზიანების გარეშე გადაიყვანონ საბუქსირე ავტომობილები. ხოლო სისუსტედ შეგვიძლია ჩავთვალოთ მეტი დრო, რომელიც ავტომობილის ჩატვირთვა-გადმოტვირთვას ჭირდება. ასევე ის , რომ მათ არ შეუძლიათ თხრილში ან მიუდგომელ ადგილას გაჭედილი მანქანების გამოყვანა.

კაუჭით და ჯაჭვით აღჭურვილი

ამერიკულ ფილმებში ალბათ ხშირად გვინახავს ასეთი ტიპის ევაკუატორი, მაგრამ საქართველოში თითქმის არ გვხვდება. ეს არის პიკაპის ტიპის ავტომობილი, რომელზეც დამაგრებულია ამწე, ჯაჭვით და მის ბოლოში კაუჭით. ასეთი ტიპის მანქანები გამოიყენება ტალახში ან მიუდგომელ ადგილას გაჭედილი მანქანების გამოსაყვანად. მათ აქვთ დამეტებითი ფეხი, რომელიც საბუქსირე ავტომობილის წინა ნაწილს ზემოთ წევს ხოლო უკანა ნაწილი დაბლა იხრება. გამომდინარე აქედან ასეთი ტიპის ბუქსირებისას შესაძლებელია ავტომობილის დაზიანება და ის არ გამოიყენება თანამედროვე მაქნანების ბუქსირებისთვის, თუ ის დაზიანებული არ არის.

წინა ბორბლების ამწევი

ასეთი ტიპის ევაკუატორს უკანა მხარეს დამაგრებული აქვს სპეციალური ფეხი, რომელიც მორგებულია საბუქსირე მანქანის წინა თვლებზე. საბუქსირე ავტომობილი იწევა წინა ნაწილით ხოლო უკანა თვლები რჩება მიწაზე და ასეთ მდგომარეობაში ხდება ავტომობილის ბუქსირება. ეს საკმაოდ კარგი საშუალებაა მოკლე მანძილებზე ბუქსირებისთვის, რადგან საკმაოდ სწრაფი და მოქნილი ხერხია.

ინტეგრირებული

ამ კლასში შედის დიდი ზომის ავარიული ევაკუატორები, რომლებიც გამოიყენება ავტობუსების, სატვირთო მანქანების, მოძრავი სახლების და მსგავსი სატრანსპორტო საშუალეების გადასაყვანად. ასეთი ტიპის ევაკუატორი დამზადებულია სპეციალური მტკიცე მასალისგან და მათთვის მათზე დიდი მანქანების გადაყვანაც არ წარმოადგენს პრობლემას. სიძლვირის და ნაკლებად მოხერხებულობის გამო, მათ თითქმის არ იყენებენ მსუბუქი ავტომობილებისათვის.

დიდი ზომის საბუქსირე მანქანა

ეს არის ყველაზე დიდი და ძლიერი ევაკუატორი რომელთანაც ინტეგრირებული ტიპის საბუქსირე მანქანა ახლოსაც ვერ მივა. ასეთი ტიპის მანქანებს შეუძლია გადაზიდოს სამრეწველო დანიშნულების მანქანები, ნავები, ტრაქტორები და ა.შ. ამ ტიპის საბუქსირე მანქანა არ გამოიყენება ყოველდღიურობაში, მას მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში იყენებენ. მისი ზომების გამო, მას არ შეუძლია ყველა გზაზე გადაადგილება და მოითხოვს გამოცდილ მემანქანეს რადგან სწორად მოხდეს მისი მართვა.

რა თქმა უნდა სტატიაში განხილული ყველა ტიპის ევაკუატორი არ გვხვდება საქართველოში, მაგრამ დამეთანხმებით საინტერესოა სხვა ქვეყნების გამოცდილება ამ სფეროში.

+ (995) 598495577