ევაკუატორის შექმნის ისტორია

ევაკუატორის შექმნის ისტორია

ევაკუატორის შექმნის ისტორია

თანამედროვე ევაკუატორის ისტორია პირველი მსოფლიო ომიდან იწყება. ავსტრია-უნგრეთის არმიის კაპიტანი, რომელიც მსახურობდა განვითარებისა და კვლევის სამსახურის უფროსად, რომლის სახელიც იყო რობერტ ვოლფი. უნდოდა არმიის მექანიზება და ტრაქტორების გამოყენება ბრძოლის ველზე, საარტილერიო სისტემების გადასატანად. რობერტ ვოლფი დაუახლოვდა ფერდინანდ პორშეს, რომელსაც უკვე ჰყავდა შექმნილი მსგავსი ჯავშანმანქანა. თუმცა ვოლფს უფრო მეტად განვითარებული ტექნიკა ჭირდებოდა და 1908 წელს შეიქმნა სპეციალური სატრანსპორტო საშუალება დასახელებით M 08. ამ დაჯავშნილ ტრანსპორტს შეეძლო გადაეზიდა როგორც საარტილერიო დანადგარები ასევე სხვა დაზიანებული საბრძოლო მანქანები.

რატომ გახდა საჭირო ევაკუატორის შექმნა

ამის გასაგებად M 08 მოდელის შექმნიდან 8 წლით წინ უნდა გადმოვინაცვლოთ. 1916 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში პიროვნებამ, რომელიც მართავდა ავტომობილს, კონტროლი დაკარგა და გზის პირას წყალში გადავარდა. მის იღბალზე ახლომახლოს აღმოჩნდა პიროვნება, რომელსაც ერქვა ერნესტ ჰოლმსი. ჰოლმსმა თოკების, ხეების და სხვა დამხმარე მცირე მოწყობილობების საშუალებით შეძლო ავტომობილის წყლიდან ამოყვანა, ადამიანების ძალის გამოყენებით. ჰოლმსი დაფიქრდა, კარგი იქნებოდა შექმნილიყო მანქანა, რომელიც ასეთ მდგომარეობაშ მყოფი სხვა მანქანების დასახმარებლად გამოდგებოდა.

და ყველაფერი დაიწყო წარუმატებლობით

იმავე წელს ჰოლმსმა ორ მეგობართან ერთად გადაწყვიტა შეექმნა სატრანსპორტო საშუალება, რომელიც შეძლებდა სხვა დაზიანებული მანქანების ბუქსირებას. ამისათვის გამოიყენეს კადილაკის მარკის ავტომობილი, რომელსაც დაუმაგრეს რკინის მილი რომელიც მიზნად ისახავდა საბუქსირე ავტომობილის წონის შემცირებას. პირველი პროტოტიპი არ იყო გამართული, რადგან ჰქონდა სტაბილიზაციის პრობლემა. როდესაც ცდილობდნენ მანქანის ბუქსირებას პროტოტიბი ამობრუნდა. ამ პრობლემის მოსაგვარებლად ჰოლმსმა სატვირთოს სტაბილიზატორები დაუმატა, რამაც მეტი სტაბილურობა შესძნა. 1919 წელს ჰოლმსმა გააუმჯობესა პირველადი მოდელი და მოწყობილობაც, კადილაკის შასიდან სხვა უფრო გაძლიერებულ შასიზე გადაიტანა. ამავე წელს დააპატენტა გამოგონებაც. პირველი ევაკუატორები საკმაოდ მოთხოვნადი იყო, შესაბამისად ჰოლმსმა ამისთვის საკმაოდ დიდი ჰონორარიც მიიღო. და ასე შეიქმნა პირველი ევაკუატორის პროტოტიპი, რომელიც წლებთან ერთად ვითარდებოდა და დღემდე ერთ-ერთი ყველაზე საჭირო ავტოტრანსპორტია.

+ (995) 598495577