რატომ ჩვენ

მდებარეობა თბილისი

გემსახურებით 24 / 7

სწრაფი კომუნიკაცია

ხელმისაწვდომი ფასი

სწრაფი სერვისი

მეგობრული გუნდი

პროფესიონალი პერსონალი

მრავალწლიანი გამოცდილება

დეტალურად

გემსახურებით Tbilisi ს მასშტაბით

ჩვენს რეალობაში თბილისი გადატვირთულია უამრავი ავტომობილით, რის გამოც ხშირია მათი დაზიანების ან მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევები. ამ დროს კი მძღოლების უმრავლესობა ირჩევს გამოიძახოს ჩვენი ევაკუატორი. სისწრაფის, ხელმისაწვდომი ფასის და საუკეთესო სერვისის გამო.

გემსახურებით 24 / 7

სამწუხაროდ ავტომობილთან დაკავშირებული ტექნიკური გაუმართაობა ან სხვა სახის დაზიანება შეიძლება წარმოიშვას ნებისმიერ დროს, შესაბამისად ჩვენი გუნდი მზად არის დაგეხმაროთ 24 საათი კვირაში 7 დღე.

კომუნიკაცია

მომხმარებელთან სწრაფი და ეფექტური კომუნიკაცია ბიზნესის წარმატების გასაღებია, შესაბამისად ჩვენი კომპანია უდიდეს ყურადღებას უთმობს ამ პროცესს და აქედან გამომდინარე მზადაა სწრაფად და ამომწურავად უპასუხოს ყველა თქვენს კითხვას.

კონკურენტული ფასი

ევაკუატორით მომსახურების სერვისის საჭიროება ძირითადად დაუგეგმავად დგება, რისთვისაც შესაძლოა იმ მომენტში მზად არ აღმოჩნდეთ. ჩვენ ვითვალისწინებთ იმას, რომ ევაკუატორი საკმაოდ ძვირია, იქნება ეს თბილისი თუ სხვა რომელიმე ქალაქი და მაქსიმალურად ვცდილობთ ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზოთ ყველაზე მისაღები ფასი.

სისწრაფე

მაშინ როდესაც თქვენმა ავტომობილმა გიღალატათ, კარგად გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია საჭირო დახმარების დროული აღმოჩენა. აქედან გამომდინარე ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწრაფი მომსახურებაა. ამ მიზნის მისაღწევად მუდმივად ვცდილობთ გავზარდოთ ჩვენი ავტოპარკი და მაქსიმალურად შევამციროთ ლოდინის დრო.

მეგობრულობა

ჩვენ მიგვაჩნია, რომ გულწრფელი და მეგობრული დამოკიდებულება აუცილებელია, როგორც პირად ასევე საქმიან ურთიერთობებში. EVTB მაქსიმალურად ცდილობს მომხმარებლებთან დაამყაროს მეგობრული ურთიერთობა, რაც პირველ რიგში გულწრფელი დახმარების სურვილში გამოიხატება.

პროფესიონალიზმი

ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, რისთვისაც არაერთ აქტივობას ვახორციელებთ, როგორიცაა მათი გადამზადება, როგორც ტექნიკურად, ასევე კლიენტებთან ურთიერთობის კუთხით. ჩვენი კომპანია მაქსიმალურ ყურადღებას უთმობს კლიენტის კმაყოფილებას, რისი მიღწევაც პროფესიონალი გუნდის გარეშე წარმოუდგენელია.

გამოცდილება

EVTB უკვე სამი წელია ემსახურება მძღოლებს თბილისის მასშტაბით. ამ დროის განმავლობაში ჩვენ დავაგროვეთ საკმაოდ დიდი გამოცდილება, როგორც ტექნიკურ საკითხებში, ასევე მომხმარებლებთან ურთიერთობის კუთხით. ამ დროის განმავლობაში ჩვენ შევძელით მრავალი სირთულის გადალახვა და განვითარება, რაც რა თქმა უნდა აისახება ჩვენი მომსახურების ხარისხზე.

შესრულებული სამუშაო

6005
ბუქსირებული ავტომობილი
528
საწვავის მიწოდება
282
საბურავის შეცვლა
112
აკუმულატორის დამუხტვა

რა სახის ტრანსპორტის გადაყვანა შეგვიძლია ?

მსუბუქი ავტომობილები
ყველგანმავალები
მოტოციკლები

ევაკუატორით მომსახურების ფასები

ჩვენი მომსახურების ფასი დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე. როგორიცაა გადასაყვანი სატრანსპორტო საშუალების ტიპი და მანძილი. დეტალური ინფორმაციისათვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე ან მოგვწეროთ ელ.ფოსტაზე.
+ (995) 598495577